NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რეკლამა

® 5/35 - ოქროს ბურთის ჯეკპოტი 269 936 ლარი თინათინ ნადიბაიძემ მოიგო

ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2020 - 13:06
tbl.ge/59lr
დაკოპირდა

ლატარიაში მოგებები კოვიდ პანდემიისა და კრიზისის დროსაც კი გრძელდება. გაიცანით, ბოლო დროის ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც 9 ნოემბერს "5/35-ოქროს ბურთის" მხოლოდ ორი ბილეთი შეიძინა, გათამაშების შემდეგ კი 269 936 ლარის მფლობელი გახდა. მაშ, ასე  - "5/35 -ოქორს ბურთის" ჯეკპოტის მოგებულია -  ქალბატონი თინათინ ნადიბაიძე!

თინათინ ნადიბაიძემ მის ცხოვრებაში ყველაზე იღბლიანი ბილეთი გორში, სტალინის 11-ში მდებარე ლატარიის ჯიხურში სახლში მიმავალმა გზად შეიძინა და ვერც კი იფიქრებდა, რომ ეს შენაძენი მის ცხოვრებაში ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდებოდა.

"ლატარიას ხშირად ვთამაშობ, მომიგია კიდეც, ხანდახან 2 ლარი, ერთხელ 60 ლარიც კი მოვიგე. ლატარიის თამაში ჩვევაში მაქვს გადაზრდილი, სახლში მიმავალმა გზად ლატარიის ჯიხური უნდა გავიარო,  ამ ჯიხურისთვის გულგრილად არასდროს ჩამივლია, ყოველთვის ვყიდულობ ხოლმე მორჩენილი ხურდით ბილეთებს. იმ დღესაც ჩვეულებას არ ვუღალატე და „ოქროს ბურთის“ 2 ბილეთი შევიძინე, ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო გამოდგა, ალბათ შვილების და შვილიშველების შეძენის შემდეგ". – ამბობს თინათინ ნადიბაიძე და თან ჯეკპოტის ბილეთს უყურებს.

თინათინ ნადიბაიძე 57 წლისაა, ის გორში დიდ ოჯახთან  -სამი შვილთან, 6 შვილიშვილთან, ერთ შვილთაშვილთან, დედასთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობს, ოჯახს საოჯახო ბიზნესი აქვს - ნადიბაიძე-ლაფერაშვილები პატარა საოჯახო მაღაზიის მფლობელები არიან.

"მოგებული თანხით  ბიზნესის გაფართოებას არ ვაპირებ -ღვთის მადლით ისედაც გვყოფნის, შვილიშვლები თბილისში სწავლობენ და ქირით უწევთ ცხოვრება, მოგებული ჯეკპოტით თბილისში ბინას ვიყიდი და ბავშვებს გავახარებ". – ჯეკპოტის დანიშნულებაც უკვე მოძებნილი აქვს ქალბატონ თინათინს.

თინათინ ნადიბაძეს მოგებული ჯეკპოტი 269 936 ლარი უკვე გადაეცა. "საქართველოს ეროვნული ლატარია" ულოცავს ქალბატონ თინათინს ჯეკპოტის მოგებას და კიდევ ბევრ იღბლიან დღეებს უსურვებს.

"5/35-ოქროს ბურთის" საწყისი ჯეკპოტი კი, გათამაშების შემდეგ, უკვე 110 000 ლარზე მეტია, თითქმის ჯეკპოტის საპრიზო ფონდის თანხის ოდენობისაა მეორე საპრიზო კატეგორიის თანხაც  და ის 104 000 ლარია. ბილეთის ღირებულება მხოლოდ 1 ლარია, გათამაშება კი იმართება ყოველდღიურად ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში 19:45 საათზე.

რეკლამალოტოსაქართველოს ეროვნული ლატარეა

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:52საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)
  • ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 11:39BOG-ის მხარდაჭერით, ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა (რ)
  • პარასკევი, 10 ივლისი, 2026 - 18:29BOG-ის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება (რ)

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 03:06

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕