მაიკ პომპეოს ვიზიტი

საელჩო: პომპეომ თქვა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა მტკიცედ ეფუძნება საერთო ღირებულებებს

"სახელმწიფო მდივანმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა მტკიცედ ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ" - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "პომპეომ კოლეგებთან ნაყოფიერი შეხვედრების შემდეგ საქართველოში ვიზიტი დაასრულა".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები