საამაყოა, როდესაც შენი ქვეყანა გამოიყურება ასე და მოქალაქეები ასე მდუმარედ, ორგანიზებულად დგანან და ერთი და იმავეს ამბობენ, რომ ჩვენ არ ვეგუებით გაყალბებულ, წართმეულ არჩევნებს, ესაა ქვეყნის სახე, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ძალიან კონკრეტული დატვირთვა აქვს ამას. ამერიკა ქვეყანაა, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რას ფიქრობენ მოქალაქეები. ის აზრს და პოზიციას იყალიბებს არამხოლოდ იმით, რას ეტყვიან კაბინეტებში, არამედ როგორ პოზიციონირებს ქვეყანა, რას ამბობენ მოქალაქეები, რისთვის იბრძვიან მოქალაქეები, ამერიკას ყველაზე კარგად ესმის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამიტომ, როდესაც პომპეო დაინახავს, რომ ამდენი ადამიანი იბრძვის თავისუფლებისთვის და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, ამას ექნება ძალიან კონკრეტული შედეგი, მე დარწმუნებული ვარ, ამას დაინახავს მთელი მსოფლიოც...
მაიკ პომპეოს ვიზიტი
ხოშტარია: როცა პომპეო დაინახავს, რომ ამდენი ადამიანი იბრძვის, კონკრეტული შედეგი ექნება ამას
tbl.ge/58xl
დაკოპირდა
ამბობს ფორმულასთან საუბარში ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია. აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას, ოპოზიციამ მდუმარე აქცია და მსვლელობა გამართა.
ამავე თემაზე
- მეუფე იაკობი: ამერიკელები აფასებენ ჩვენი ეკლესიის როლს ქვეყნის ტრადიციების დაცვაში
- საელჩო: პომპეომ თქვა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა მტკიცედ ეფუძნება საერთო ღირებულებებს
- ევგენიძე: საუბარი გვქონდა კანონის უზენაესობაზე და არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე
- წიქარაშვილი პომპეოსთან შეხვედრაზე: ფოკუსი იყო სასამართლოში კლანური მმართველობის პრობლემა
- ბოკერია: მკაფიო იყო პომპეოს გზავნილი სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე