დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უდიდესი ნაწილი საერთაშორისო მედიისა იმყოფება თბილისში და ბუნებრივია, შენი ხმა საერთაშორისო დონეზე უფრო მკაფიოდ ისმის. გავიმეორებ, სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ თვალი თვალს არ გაუსწორდება. ერთი თვალი არის საზოგადოება, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მთლიანად ქართველი ერი, ხოლო მეორე თვალია რეჟიმის და მოუწევს რეჟიმს რეალობასთან თვალის გასწორება. როცა გაუსწორებს და ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები იქნება, ამის შემდეგ ყველა ეს ადამიანი სხვა საქმით დაკავდება, ჩვენ ერთმანეთს შევეჯიბრებით საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა არის ბროლის ოცნებად ქცეული, იმიტომ, რომ ამ რეჟიმმა, ოლიგარქმა გვითხრა, რომ არჩევნებს არ ჩაატარებს, მაგრამ ეს ძალადობაზე გადასული ამაო მცდელობაა...
tbl.ge/58xi
დაკოპირდა
ამბობს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის მდუმარე აქციაზე.
ამავე თემაზე
- მეუფე იაკობი: ამერიკელები აფასებენ ჩვენი ეკლესიის როლს ქვეყნის ტრადიციების დაცვაში
- საელჩო: პომპეომ თქვა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა მტკიცედ ეფუძნება საერთო ღირებულებებს
- ევგენიძე: საუბარი გვქონდა კანონის უზენაესობაზე და არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე
- წიქარაშვილი პომპეოსთან შეხვედრაზე: ფოკუსი იყო სასამართლოში კლანური მმართველობის პრობლემა
- ბოკერია: მკაფიო იყო პომპეოს გზავნილი სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე