ევროპის ლიგა 2021

ფეხბურთის ფედერაცია: საშვები უეფასთან იყო შეთანხმებული, სამი ცალი კალაძეს გადაეცა

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის თქმით, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე საშვების რაოდენობა Uefa-სთან იყო შეთანხმებული.

გუშინდელ თამაშს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გულშემატკივრები ვერ დაესწრნენ, თუმცა სტადიონზე იმყოფებოდნენ კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და ლევან კობიაშვილი.

"საშვების რაოდენობა იყო შეთანხმებული უეფასთან. აქედან სამი საშვი გადაეცა ბატონ კახა კალაძეს, ასევე უეფასთან შეთანხმებით, დანარჩენი მოედანზე იმყოფებოდა თემურ ქეცბაია, რომელიც ჩამოჰყვა ჩვენს ფეხბურთელებს...". - თქვა მუჯირმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კახა კალაძეს ნებისმიერი ადამიანის მიყვანა შეეძლო თუ არა სტადიონზე, დავით მუჯირმა უპასუხა, რომ ეს ასე იყო.

გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-0 დამარცხდა. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

კომენტარები