ევროპის ლიგა 2021

სტურუა: ნაცისტებო, თახსირებო, ფეხბურთზე არ ვყოფილვარ, მეძინა

რობერტ სტურუა
facebook.com/robert.sturua

რეჟისორი რობერტ სტურუა უარყოფს, რომ 12 ნოემბერს საქართველო-მაკედონიის მატჩზე იყო. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"NAZIსტებო, ჭორიკნებო, თახსირებო! 12 ნოემბერს ფეხბურთზე არ ვყოფილვარ! მეძინა! 1981 წლიდან ფეხბურთზე არ დავდივარ... რომ ვყოფილიყავი, ეს გიჟები ნამდვილად დამხვრეტდენ" - წერს სტურუა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო-მაკედონიის თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა სტადიონზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, ლევან კობიაშვილი. ასევე, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. გარდა ამისა, გავრცელდა ფოტომასალა, რომელზეც FB-მომხმარებლის ნაწილი წერდა, რომ მატჩს რეჟისორი რობერტ სტურუაც ესწრებოდა.

კომენტარები