კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია: სამარცხვინოა, პოლიტიკური კლოუნები სტადიონზე იყვნენ, ხალხი კი დააჯარიმეს

სამწუხარო ამბავი იყო გუშინ, ისტორიული შანსის დღე იყო და იმედი მაქვს, რომ კიდევ მოგვეცემა ასეთი შანსი, უბრალოდ, სამარცხვინო იყო ის ფაქტი, რაც ამას შემდეგ მოჰყვა, დაჯარიმება ადამიანების, რომლებიც საგულშემატკივროდ იყვნენ მისულები მაშინ, როცა პოლიტიკური კლოუნები ივანიშვილის გარემოცვიდან სტადიონზე იყვნენ, რომ ეჩვენებინათ ხალხისთვის როგორ გულშემატკივრობენ გუნდს, ოღონდ ამის პრივილეგია ჰქონდათ და ჩვეულებრივ ადამიანებს ამ დღესაც კი 2000-ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს. ეს არის ფაქტობრივი დემონსტრირება, როგორი სამარცხვინო და არაადეკვატურია ივანიშვილის რეჟიმი და რატომ არის ეროვნული ამოცანა მისი შეცვლა.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. გუშინ, ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელიც საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა, ქართული ოცნების წევრები კი მატჩს სტადიონზე ესწრებოდნენ.

კომენტარები