ფეხბურთი

ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს

Popsport

ვლადიმირ ვაისი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. 

"ჩემი სამუშაო დასრულდა. ჩემი სამუშაო დრო დასრულებულია. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, თუმცა ეს იყო ძალიან სასიამოვნო 5 წელი ჩემს ცხოვრებაში". - წერია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.  

საქართველო დღეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა ანგარიშით 0:1 და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა

კომენტარები