ქართული მარში

ქართული მარშის წევრი ირაკლი შიხიაშვილი ზუგდიდში, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბთან მიიჭრა

ტაბულა

პუტინისტური ორგანიზაცია ქართული მარშის წევრი ირაკლი შიხიაშვილი ზუგდიდში ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბთან მიიჭრა. ის უგულავასთან შეხვედრას მოითხოვდა და ამბობდა, რომ მისთვის პასუხი უნდა მოეთხოვა. 

შიხიაშვილი, გუშინ, 21 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს გულისხმობდა, როცა მისი ორგანიზაციის წევრმა გიორგი გაბედავამ ზუგდიდის ცენტრში, სადაც  მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობდა, დებოშის მოწყობა სცადა.

ვითარება დღეს საარჩევნო შტაბთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც უგულავას საარჩევნო შტაბის უფროსმა ბათლომე შელიამ შიხიაშვილს მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინა, რადგან თავად უგულავა შტაბში არ იმყოფებოდა. 

შელიამ შიხიაშვილს პროპუტინისტური უწოდა, რამაც პუტინისტური ორგანიზაციის წევრი გააღიზიანა. 

"სააკაშვილის მთავრობამ რო გაყიდა გარეჯი, მაგიტომ ვარ პროპუტინისტური? მაშინ შენ ხარ ზიმბაბვეს ძალა. უდანაშაულობის პრეზუმცია გაგიგია? რატო ვარ მე პროპუტინისტური". - თქვა შიხიაშვილმა. 

მოგვიანებით, მან ტერიტორია ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, მანქანით, ხალხის სკანდირების ფონზე დატოვა.  

კომენტარები