ქართული მარში

მელიას ოფისთან პუტინისტები მივარდნენ, აქციაზე ფაშისტური შეძახილები ისმის

Prime Time/კადრი ვიდეოდან

გლდანის მაჟორიტარი კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისთან პუტინისტური, მოძალადე პარტიის, ქართული მარშის წევრები მიცვივდნენ. აქციაზე ისმის ფაშისტური შეძახილები.

პუტინისტურმა პარტიამ, ქართულმა მარშმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მოძალადე პარტიის წევრები და გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი ნიკა მელიას "ბრალდებებზე პასუხის გაცემას მოსთხოვენ".

"ნიკა მელია! დღეს საღამოს (15 ოქტ.) შენს ოფისთან მოვალ და პასუხების გაცემა მოგიწევს, რატომ ვართ ჩვენ, "ქართული მარში", რუსეთუმეები?!" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.  

ნიკა მელია გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატია. პუტინისტური პარტიის, ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად ბრეგაძემ პატრიოტთა ალიანსის მიერ კანდიდატის დაყენება დაასახელა.

კომენტარები