Queen

25 წლის განმავლობაში პირველად QUEEN ჩარტების სათავეშია

Daily Express

1995 წლიდან პირველად ლეგენდარული როკ ბენდი, Queen-ი ინგლისური ჩარტების სათავეში მოხვდა.

ბენდის საკონცერტო ალბომი - Live Around The World ოქტომბრის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე, ქეი პოპ ბენდი Blackpink-ია. 

როკ ჯგუფის რიგით მეათე ალბომი ხვდება ბრიტანული ჩარტების სათავეში. 2011 წელს მოსულ ფრონტმენთან, ადამ ლამბერტთან ერთად Queen-მა პირველად შეძლო საპატიო ადგილის მოპოვება.

Live Arount The World ბენდის კარიერაში მერვე, ხოლო ფრონტმენის ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ გამოსული, პირველი ლაივ ალბომია. ნამუშევარში შესულია ისეთი ჰიტები, როგორებიც We Will Rock You, We Are The Champions, Radio Ga Ga და Don't Stop Me Now არის.

ჯგუფის ახალი ფრონტმენი ადამ ლამბერტი და გიტარისტი ბრიან მეი ახალ ამბავს სოციალურ ქსელში ფოტოთი გამოეხმაურნენ.


ფოტო: BBC

კომენტარები