Queen

QUEEN-ის ბრაიან მეიმ რაინდის წოდება მიიღო

CNN

როკ ბენდ Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ რაინდის წოდება მიიღო. მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა.

"დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ძალიან გულისამაჩუყებელია ის სიყვარული, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენი ღირსი ვიყო. დროებით გემშვიდობებით, დიდი მადლობა, თქვენი სერ ბრაი". – ამბობს მეი.

მეიმ 1100 სხვა ბრიტანელთან ერთად მიიღო რაინდის წოდება. "უდიდესი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ცხოველების უფლებათა დამცველი" – წერია სამეფო ოჯახის ოფიციალურ გაზეთში The Gazette.

ბრაიან მეი ინგლისელი გიტარისტი, კომპოზიტორი და ასტროფიზიკოსია. მუსიკოსმა სახელი, როგორც ბენდ Queen-ის გიტარისტმა და თანადამფუძნებელმა გაითქვა.

 

კომენტარები