2020 წელს გარდაცვლილები

65 წლის ასაკში გიტარისტი ედი ვან ჰალენი გარდაიცვალა

Entertainment Tonight

65 წლის ასაკში გიტარისტი, ბენდ Van Halen-ის დამფუძნებელი წევრი ედი ვან ჰალენი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ყელის სიმსივნე გახდა, რომელიც მუსიკოსს რამდენიმე წლის წინ დაუდგინეს.

ჰოლანდიიდან ამერიკაში გადასახლებულმა გიტარისტმა ვან ჰალენმა, დრამერ ძმასთან, ალექსთან და მომღერალ დევიდ ლი როტთან ერთად ბენდი Van Halen 1972 წელს დაარსა. ჯგუფმა პოპულარობა 80-იანი წლებში, სიმღერით Jump მოიპოვა. 

წლების განმავლობაში თანამშომლობდა სხვადასხვა მუსიკოსებთან მათ შორის მაიკლ ჯექსონთან, ბრაიან მეისთან, ელ ელ ქულ ჯეისთან. ბოლო თვეებამდე ქიმიოთერაპიის კურსის პარალელურად ატარებდა კონცერტებს. გამოცემა Rolling Stone-ის ყველა დროის უდიდესი გიტარისტების სიაში ედი ვან ჰალენს მერვე ადგილი უკავია.

 

კომენტარები