2020 წელს გარდაცვლილები

ატლანტაში მსახიობი ტომას ჯეფერსონ ბერდი მოკლეს

NME

ატლანტაში 70 წლის მსახიობი ტომას ჯეფერსონ ბერდი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ ბერდის სხეული რამდენიმე ჭრილობით ქუჩაში იპოვა, მიმდინარეობს გამოძიება.

მსახიობის სიკვდილს გამოეხმაურა რეჟისორი სპაიკ ლი, რომელთანაც ბერდმა არაერთი როლი შეასრულა.

"მწუხარებით გატყობინებთ, რომ ჩემი ძმა ტომას ჯეფერსონ ბერდი მოკლეს. ტომი შინაური იყო, რომელმაც ჩემს ფილმებში - Chi-Raq, Sweet Blood of Jesus, Red Hook Summer, Bamboozed, He Got Game, Get On The Bus ითამაშა. ვიზიარებ მისი ოჯახის მწუხარებას. მშვიდობით ძმაო". – წერს ოსკაროსანი რეჟისორი.

ბერდმა სცენაზე და კინოში ათობით როლი შეასრულა. 2003 წელს მიიღო უმაღლესი თეატრალური ჯილდოს, ტონის ნომინაცია. 

 

 

კომენტარები