ტრეილერი

რობერტ ზემეკისის ალქაჯების ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Warner Bros.-მა მომავალი კომედიური საშინელებათა ფილმის, The Witches-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმის რეჟისორი რობერტ ზემეკისია, მთავარ როლს კი ენ ჰეთეუეი ასრულებს. სურათი როალდ დალის ბესტსელერის ეკრანიზაციაა. ალქაჯები პირველად 1989 წელს გადაიღეს, ძველ ვერსიაში მთავარი როლი ანჯელიკა ჰიუსტონმა შეასრულა.

ალქაჯები HBO Max-ზე მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს გამოვა.

კომენტარები