საოკუპაციო რეჟიმი

ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ხელფასების ზრდას რუსეთი დააფინანსებს

ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ბიუჯეტურ სფეროში მომუშავეების ხელფასის ზრდა რუსეთიდან დაფინანსდება. 2021-2023 წლებში ამ მიზნებისთვის რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში ჯამურად 3.6 რუბლია გათვალისწინებული. 

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, შესული ცვლილებები ორივე თვითაღიარებული რეგიონისთვის ყოველწლიურად, დამატებით 1.2 მილიარდი რუბლის ტრანსფერს ითვალისწინებს. თავის მხრივ, ეს თანხა თვითაღიარებულ რესპუბლიკებში ბიუჯეტური სფეროს თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას უნდა მოხმარდეს.

ამ მიზნით რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში 2021 წელს 1.2 მილიარდი რუბლი გამოიყოფა, ხოლო 2022-2023 წელს 1.1 მილიარდი რუბლი, სულ საუბარია 3.6 მილიარდ რუბლზე.

რუსეთი არაღიარებულ რესპუბლიკებს 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდეგ ყოველწლიურად ეხმარება. რუსეთის მიერ განხორციელებული ფინანსური ტრანსფერების ნაწილი ფორმალურად ამ რესპუბლიკებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეების სოციალურ საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. 

მიმდინარე წელს რუსეთის ბიუჯეტიდან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის 6.2 მილიარდი რუბლი გამოიყო, ხოლო აფხაზეთისთვის 5.5 მილიარდი. 

კომენტარები