საოკუპაციო რეჟიმი

ფანჯიკიძე: იტალიის ქალაქებთან დადებული ხელშეკრულებები არ არის ლეგალური

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ იტალიის სამ ქალაქთან დადებული ხელშეკრულებები "არ არის ლეგალური, არ არის სამართლებრივი აქტები".

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც, იტალიის მთავრობის პოზიცია არის სრულიად ურყევი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.

"ეს შეიძლება შეფასდეს როგორც კერძო ინიციატივა, რომლის შესახებაც ინფორმირებული იქნება იტალიის ელჩი და იტალიიის სახელმწიფო", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ იტალიის სამ ქალაქთან - სან ჯოვანისთან, სან ანტიოკისთან და კალაზეტასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მარიონეტულ მთავრობასთან მემორანდუმს ხელი იტალიის ქალაქების მერებმა მოაწერეს. ამასთან, ქალაქ სან ჯოვანის საიტზე აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც რუსეთის მეზობელი.

კომენტარები