GUCCI

A$AP ROCKY, IGGY POP და TYLER, THE CREATOR - გუჩის ახალი რეკლამა

იტალიურმა მოდის სახლმა Gucci-მ ახალი კამპანიის რეკლამა გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას სამი არტისტი - A$AP Rocky, Iggy Pop და Tyler, The Creator იღებს.

მოქმედება 1970-იანი წლებისთვის დამახასიათებელ კალიფორნიულ ვილაში ხდება, სადაც სამი კაცი ჩადის. მათ თან თუთიყუშები ახლავთ.

მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თქმით, მის მიერ წარმოდგენილი სურათი ექსცენტრიულია, ისეთივე, როგორც თავად ეს არტისტები არიან.

"შედეგი არის ჯგუფური კამპანია სამ კაცთან ერთად, რომლებიც მწამს რომ გაერთნენ. ეს არის ექსცენტრიული სურათი, იმიტომ რომ ისინი თავად არიან ექსცენტრიულები. ასევე, ნაჩვენებია კონკრეტული სახის გართობა და ის, როგორ შეიძლება ტანსაცმლის მიმართ ობსესიის ქონა ადამიანებს შორის გამაერთიანებელი გახდეს, რის შედეგადაც შემდეგ ძმობა წარმოიქმნას. მშვენიერი იყო ამ სამი კაცის დანახვა ერთად, რომლებიც გამოიყურებიან განსხვავებულად, თუმცა ამავდროულად გვანან ერთმანეთს". – თქვა ალესანდრო მიკელემ.

კომენტარები