GUCCI

ჯარედ ლეტო და მაკოლეი კალკინი GUCCI-ს ჩვენებაზე, რომელიც ჰოლივუდის ბულვარში გაიმართა

Gucci-მ ჰოლივუდის ბულვარში 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება გამართა, რაშიც გარდა მოდელებისა, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მსახიობებმა ჯარედ ლეტომ, მაკოლეი კალკინმა და ჯოდი ტერნერ სმიტმა.

იტალიური მოდის სახლის ჩვენებას GUCCI LOVE PARADE ერქვა და მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელი იტალიელი დიზაინერი - ალესანდრო მიკელეა.

ჩვენებას ესწრებოდნენ მაილი საირუსი, ბილი აილიში, სერენა უილიამსი, გვინეტ პელტროუ და სხვები. საინტერესოა, რომ გვინეტ პელტროუ ზუსტად ისევე იყო ჩაცმული, როგორც 1996 წელს, როდესაც მას Gucci-ს კოსტუმი ჰქონდა მორგებული. მაშინ მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ტომ ფორდი იყო.

"Gucci-ში ყოფნის 7 წლის განმავლობაში მას [ალესანდრო მიკელეს] გაუმართავს ჩვენებები ნიუ-რიოკში, პარიზში, რომში, ყველაზე მეტი მილანში, თუმცა არაფერი ყოფილა ისეთი შესაფერისი მისი კოლექციისთვის, როგორც ჰოლივუდის ბულვარი, ნეონის განათებებითა და დიდების ხეივანით", - წერს Vogue ჩვენების განხილვისას.

დაათვალიერეთ სურათები:

 

კომენტარები