GUCCI

GUCCI-ს სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია

Deadline

ინგლისელი რეჟისორის, რიდლი სკოტის ახალ ფილმში Gucci მთავარ როლებს ლედი გაგა, ადამ დრაივერი, რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯარედ ლეტო შეასრულებენ.

ფილმი 1995 წელს მოკლული ბიზნესმენის, მოდის სახლ Gucci-ს მფლობელის, მაურიციო გუჩის მკვლელობას შეეხება. ოფიციალური ვერსიით მკვლელობა გუჩის ცოლმა, პატრიცია რეჯანიმ დაუკვეთა. სასამართლომ რეჯანი დამნაშავედ ცნო და 29 წლით თავისუფლება აღუკვეთა, ბრალდებული 2016 წელს, ვადაზე ადრე გამოვიდა.

რეჯანის როლს ლედი გაგა შეასრულებს. მაურიციო გუჩის დიდი ალბათობით ადამ დრაივერი განასახიერებს.

კომენტარები