2020 წელს გარდაცვლილები

დელორიენის შემქმნელი მხატვარი რონ კობი გარდაიცვალა

Joblo

83 წლის ასაკში ლეგენდარული კინოს მხატვარი და დეკორატორი, რონ კობი გარდაიცვალა. 

კობის კარიერა 50-იან წლებში კინოსტუდია Disney-ში დაიწყო. 1974 წელს ძალები კინოში მოსინჯა და ჯონ კარპენტერის ფილმზე Dark Star იმუშავა. 1979 წელს სურათისთვის Alien შექმნა სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კოსმოსური ხომალდი ნოსტრომო. საყოველთაო აღიარება Back To The Future-ისთვის შექმნილმა დროის მანქანამ, DeLorean DMC-12-მა მოუტანა.

სხვა ნამუშევრებს შორის არის სხვადასხვა არსებები Star Wars-დან, ბარბაროსი-კონანის დეკორაციები და დედამიწელთა კოლონია ფილმიდან Aliens. 

კობი მეგობრობდა სტივენ სპილბერგთან, ფილმში E.T. მან ეპიზოდური როლი შეასრულა.

კომენტარები