ჰარვი ვაინშტაინი

დედოფალმა ელისაბედმა ჰარვი ვაინშტაინს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი ჩამოართვა

Entertainment Weekly

ბრიტანეთის იმპერიის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ყოფილ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი ჩამოართვა.

ინფორმაციას სამეფო ოჯახის პრესსამსახური ადასტურებს. ცოტა ხნით ადრე ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა ჰარვი ვაინშტაინის სახელობის სტიპენდიაც გააუქმა, რომელიც 2002 წლიდან მოქმედებდა. 

პროდიუსერმა ორდენი 2004 წელს ბრიტანულ კინოინდუსტრიაში შეტანილი ღვაწლისთვის მიიღო.

ჰარვი ვაინშტაინი ნიუ-იორკის სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულად ცნო და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

კომენტარები