ავარია თბილისში

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

flickr

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხანში შესული კაცი, რომელიც გზაზე მიდიოდა, ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები