ავარია მოხდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.