კორონავირუსი საქართველოში

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

იმედი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა. მისივე თქმით, მინისტრს ძმასთან კონტაქტი არ ჰქონია.

"არანაირი შეხება არ ჰქონდა მინისტრს 2 კვირით ადრე, მისი სამსახურებრივი დაკავებულობიდან გამომდინარე. თავდაპირველად იყო კვლევაში და იყო უარყოფითი. განმეორებითი კვლევით დადგინდა და ისიც არის სტაციონარში". – ამბობს შავიშვილი. 

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში COVID-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. 

ახალი შემთხვევებიდან 23 აჭარას უკავშირდება. 

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი.

კომენტარები