ჯოან როულინგი

როულინგი ჯილდოს უბრუნებს კერი კენედის მას შემდეგ, რაც მან "ტრანსფობიის" გამო გააკრიტიკა

ჯოან როულინგმა თქვა, რომ კენედის ოჯახთან დაკავშირებულ აშშ-ს ჯილდოს უკან აბრუნებს მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერ ადამიანებსა და ბიოლოგიურ სქესზე მისი შეხედულებები გააკრიტიკეს. ავტორს ჯილდო რობერტ ფრენსის კენედის უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ 2019 წელს გადასცა. 

აგვისტოს დასაწყისში ორგანიზაციის პრეზიდენტმა, კერი კენედიმ, განაცხადა, რომ როულინგის მიერ გამოთქმული აზრები ტრანსგენდერების "იდენტობას ზღუდავს".

როულინგის თქმით, კენედის მიერ ფარულად გამოხატული აზრი, რომ ის ტრანსფობია, არასწორია.

თვის დასაწყისში, კენედიმ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია: "მე ჯოან როულინგს ვესაუბრე. მინდოდა გამომეხატა ღრმა იმედგაცრუება იმის გამო, რომ მან არჩია, ეთქვა ისეთი რამ, რაც რაც ზღუდავს ტრანსგენდერების იდენტობას, ძირს უთხრის ტრანსგენდერთა თემს  და მათ ინტეგრაციას. მათ, ვინც განიცდის ძალადობას, დისკრიმინაციას, შევიწროებას, გარიყვას და ამას შედეგად მოსდევს  სუიციდის მაღალი მაჩვენებელი, სუიციდის მცდელობები, უსახლკარობა და ფსიქიკური და სხეულის დაზიანებები".

ჯოან როულინგი არ ეთანხმება, რომ "ამჟამინდელ რადიკალური ტრანსგენდერების უფლებების და ქალთა უფლებების მოძრაობებს შორის კონფლიქტი არ არის".

მან აღნიშნა, რომ ათასობით ქალი დაუკავშირდა, იმისათვის, რომ მხარდაჭერა გამოეხატათ და მოუწოდეს უფრო დეტალური დებატებისკენ

"დამიკავშირდნენ ექიმები, აკადემიკოსები, თერაპევტები, მასწავლებლები, სოციალური მუშაკები, ციხეებში დასაქმებულები და ქალთა თავშესაფარი ორგანიზაციები". - აღნიშნა მან.

"პროფესიონალებმა, რომელთაგანაც ზოგს თავის ორგანიზაციებში მაღალი თანამდებობა უჭირავს, სერიოზული შეშფოთება გამოხატეს გენდერის იდენტობის თეორიის გავლენის გამო მოწყვლად მოზარდებზე და ქალთა უფლებებზე და იმ დამცავი ნორმების რღვევაზე, რომლებიც ყველაზე მოწყვლად ქალებს იცავს," - წერს ჯოან როულინგი.

ლეგენდარული მწერალი, ჯოან როულინგი, ბოლო რამდენიმე თვეა, კრიტიკის ობიექტია. 6 ივნისს როულინგი სტატიას, სადაც ეწერა, რომ "1.8 მილიარდ გოგოს, ქალს და გენდერულად არაბინარულ ადამიანს მენსტრუაცია აქვს და ეს პანდემიასთან ერთად არ შეწყვეტილა", შემდგნაირად გამოეხმაურა:

"ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ, დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud?". – დაწერა მან.

მწერალმა დაამატა, რომ არსებობს ბიოლოგიური სქესი და ის მნიშვნელოვანია.

ამის შემდეგ, უკვე მეორედ, ჯოან როულინგი სოციალური მედიის მომხმარებლებმა ტრანსფობიაში დაადანაშაულეს.

ჯოან როულინგმა კრიტიკოსებს ვრცელი წერილით უპასუხა.

კომენტარები