ჯოან როულინგი

ქვიდიჩის ორი ლიგა ჯოან როულინგთან გამიჯვნის მიზნით სპორტის სახელის შეცვლას ითხოვს

NPR

ქვიდიჩის ორი ამერიკული ლიგა, US Quidditch (USQ) და Major League Quidditch (MLQ) მწერალ ჯოან როულინგთან გამიჯვნის მიზნით სპორტის სახეობისთვის სახელის შეცვლას გეგმავს.

"ჩვენს სპორტს ერთ ერთი ყველაზე პროგრესული სპორტის რეპუტაცია აქვს. წესების მიხედვით გუნდში ოთხი ერთი სქესის ადამიანის თამაშია დაშვებული. მხარს ვუჭერთ გენდერულ თანასწორობასა და ინკლუზიურობას. ამ ნაბიჯით მაქსიმალურად ვცდილობთ ვდისტანცირდეთ ჯოან როულინგისგან, რომელიც არაერთი ტრანსფობიური განცხადების ავტორია". – წერია ლიგების ერთობლივ განცხადებაში.

გამოცემა The Times-თან საუბარში ლიგების წარმომადგენლება ალტერნატიულ სახელზეც ილაპარაკეს. ქვიდიჩის ნაცვლად განიხილება ვერსიები ქუიქბოლი, ქუიქერი, ქუიდსტრაიკი და ქუადრბოლი.

ქვიდიჩი ჯოან როულინგის მიერ გამოგონილი სპორტია, რომელსაც ჰარი პოტერის წიგნებში თამაშობენ. ქვიდიჩს თამაშობენ მფრინავი ცოცხების საშუალებით. ქვიდიჩის გუნდში არის შვიდი მოთამაშე და ოთხი ბურთი: ქუაფილი, ორი ბლაჯერი და სნიჩი. მოთამაშეების მიზანია ბურთები რგოლში გააძვრინოს, ბურთები სხვადასხვა ქულებით ფასდება. ქვიდიჩს წიგნების მთავარი გმირი, ჰარი პოტერიც თამაშობდა. 

2005 წელს გამოგონილი თამაშის წესების მიხედვით შექმნილი სპორტული ღონისძიება მიდლბერის კოლეჯში გაიმართა. ამ დროისთვის ქვიდიჩს ასზე მეტი ამერიკული კოლეჯი თამაშობს.

ჯოან როულინგი რამდენიმე თვის წინ ტრანსოფბიაში დაადანაშაულეს. ბრალდებას როულინგმა პასუხად ესე გამოაქვეყნა. ჰარი პოტერის მსახიობების ნაწილმა ავტორი გააკრიტიკა, ხოლო ნაწილმა დაიცვა. მწერალი ასევე არ მიიწვიეს ჰარი პოტერის საიუბილეო გადაცემის ჩაწერაზე.

 

კომენტარები