COVID 19

ინდოელ მსახიობ აიშვარია რაის COVID 19 დაუდასტურდა

Indiatvnews.com

ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს. საავადმყოფოში იმყოფება მსახიობის ქალიშვილიც.

ცნობილია, რომ COVID 19 დაუდასტურდა მსახიობის ქმარსა და მამამთილსაც.

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 491 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი. სულ ქვეყანაში 1 040 948 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 29 295 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 654 193 ადამიანი.

კომენტარები