აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა ვერ მოიპოვეს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ Covid-19 ჩინეთში, ვუჰანის ლაბორატორიაში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის 23 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (ODNI) თქმით, ვირუსის როგორც ბუნებრივი, ასევე ლაბორატორიული წარმოშობა დამაჯერებელ სცენარებად რჩება.
მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების უმრავლესობა თანხმდება, რომ ვირუსი არ იყო "ლაბორატორიულად ადაპტირებული" და გენეტიკური ინჟინერიით მიღებული.
პანდემიის წარმოშობა აშშ-ში მწარე დებატების საგანია მას შემდეგ, რაც 2019 წელს ვუჰანში ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიაში გაჟონვის თეორიას კატეგორიულად უარყოფს.
"ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სხვა სააგენტო ვერ ახერხებენ Covid-19-ის პანდემიის ზუსტი წარმოშობის დადგენას, რადგან ორივე [ბუნებრივი და ლაბორატორიული] ჰიპოთეზა ეყრდნობა მნიშვნელოვან ვარაუდებს ან ურთიერთსაწინააღმდეგო მოხსენებებს აწყდება." - წერია 10 გვერდიან მოხსენებაში.