COVID 19

COVID 19-ის შემთხვევების გამო WHO-ს დირექტორი პირბადეების ტარების რეკომენდაციას გასცემს

მსოფლიოს მასშტაბით Covid-19-ისა და სხვა რესპირატორული დაავადებების გახშირებული შემთხვევების ფონზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი პირბადეების ტარების რეკომენდაციას გასცემს. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მრავალ ქვეყანაში გაზრდილია სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევები, რომლებიც გამოწვეულია Covid-19-ით, გრიპით და სხვა პათოგენებით. მოსალოდნელია, რომ ტენდენცია დღესასწაულების ფონზე გაიზრდება. 

ინდივიდუალურად საჭიროა გაიზარდოს პირბადეების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებები და სიკვდილი.

მთავრობებმა ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ტესტირება და რესპირატორული დაავადებების მკურნალობა". – წერს WHO-ს გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში.

განვლილი 28 დღის განმავლობაში მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების 826 115 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი, 204 000 შემთხვევა რუსეთშია გამოვლენილი.

კომენტარები