ტურიზმი

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ივნისში $328.8 მილიონით შემცირდა

სასტუმრო სტამბა, თბილისი
booking.com

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2020 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 11.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ეს 96.7%-ით, შესაბამისად – 328.8 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ვიზიტორთა რაოდენობამ ივნისში 38 ათასი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით ეს რიცხვი 95.8%-ით შემცირდა.

  • 2019 წლის იანვარი — $164,5 მილიონი; 2020 წლის იანვარი — $193,4 მილიონი;
  • 2019 წლის თებერვალი — $169,2 მილიონი; 2020 წლის თებერვალი — 160,5 მილიონი;
  • 2019 წლის მარტი — $244,7 მილიონი; 2020 წლის მარტი — 73,8 მილიონი;
  • 2019 წლის აპრილი — $267,2 მილიონი; 2020 წლის აპრილი — 8,5 მილიონი;
  • 2019 წლის მაისი — $270,4 მილიონი; 2020 წლის მაისი — $9,1 მილიონი;
  • 2019 წლის ივნისი — $340 მილიონი; 2020 წლის ივნისი — $11.2 მილიონი

ეროვნულ შემოსავალში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ ფულად გზავნილებს და ტურიზმის ინდუსტრიას. ამ სექტორების კომბინირებული წილი მშპ-ში დაახლოებით 15%-ია. გასულ წელს ამ დარგებიდან საქართველომ შემოსავლის სახით თითქმის 5 მილიარდი დოლარი მიიღო.

კომენტარები