კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

ფხაკაძე მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე: დავიცავთ კომუნიკაციების კომპანიებს

Wissol group-ის დამფუძნებელი და საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი, სოსო ფხაკაძე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა. ფხაკაძის თქმით, "ბიზნესასოციაცია მისი წევრი საკომუნიკაციო კომპანიების ინტერესებს დაიცავს." აღნიშნული კომენტარი ფხაკაძემ bm.ge-ის მისცა. 

"დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტს არ უყრიან კენჭს. ეს უკვე მონაპოვარია. კომიტეტის სხდომის ბოლო ნაწილში ჩვენი საუბარი საკმოდ კონსტრუქციული იყო. გაითვალისწინეს ჩვენი არგუმენტები და მზად არიან, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს. არსებული კანონპროექტი დღეს ან ხვალ გადმოგვეგზავნება, ყველანი ჩავერთვებით და შევიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ობიექტური და სამართლიანი". – თქვა ფხაკაძემ. 

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტი კომუნიკაციების კომისიამ 6 ივლისს დაარეგისტრირა. ცვლილებების მიხედვით, კომისიას ეძლევა უფლებამოსილება ტელე-კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებში დროებითი სპეციალური მმართველები დანიშნოს, რომელთაც სხვა უფლებებთან ერთად, კომპანიის წილების გაყიდვის საშუალებაც ეძლევა. 

10 ივლისს დარგობრივი ეკონომიკის საკანონმდებლო კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტი განიხილა. საკომიტეტო განხილვას ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები და კომუნიკაციების კომისია ესწრებოდა. განხილვას პარლამენტში გუშინ ხმაური მოჰყვა. ინიციატივა გააკრიტიკეს კავკასუს ონლაინის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სილქნეტის დამფუძნებელმა და მფლობელმა გიორგი რამიშვილმა და, ასევე, იმედის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ. 

კანონპროექტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ: 

კომენტარები