სერბეთი

კომენდანტის საათის გაპროტესტებისას დემონსტრანტები სერბეთის პარლამენტში შეიჭრნენ

Reuters

სამშაბათს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ COVID-19 ახალი შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის გამო შაბათ-კვირას ბელგრადში კომენდანტის საათი გამოცხადდებოდა.  

პრეზიდენტის განცხადებას დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ შეიკრიბა. საღამოს დაახლოებით 10 საათისთვის დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა პოლიციის კორდონი გაარღვია და პარლამენტის შენობაში შეიჭრა. მოგვიანებით პოლიციამ მათი პარლამენტის შენობა დაატოვებინა. აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

დემონსტრანტები პრეზიდენტ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვდნენ. 

მარტის დასაწყისში კორონავირუსთან საბრძოლველად სერბეთში მკაცრი ზომები მიიღეს, თუმცა მაისის ბოლოსთვის ქვეყანა გაიხსნა. 21 ივნისს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მმართველმა კოალიციურმა პარტიამ, სერბეთის პროგრესული პარტიამ გაიმარჯვა. წინასაარჩევნოდ პარტიამ მასობრივი შეკრებები გამართა, რომელებზეც ხალხს ნიღბები არ ეკეთა. შეკრებების შემდეგ პარტიის რამდენიმე წევრს, მათ შორის პრეზიდენტის მრჩეველს COVID-19 დაუდასტურდა.

ოპოზიციური პარტიები ადანაშაულებენ პრეზიდენტ ვუჩიჩს კარანტის გამოყენებას თავისი მმართველობის გასაძლიერებლად, რომელსაც ისინი ავტორიტარულად მოიხსენიებენ.

სერბეთში მთლიანობაში COVID-19-ის 16 719 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ქვეყანაში 3 023 აქტიური შემთხვევაა. თუმცა შემთხვევათა რაოდენობა იზრდება, სამშაბათს 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები