სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, 23 მაისს გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ განაცხადა, რომ მისი უფლებამოსილება მალე იწურება და შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.
"ასე რომ, შესაძლებელია, რომ მალე გადავდგე," - განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ ის არ შეამცირებს მანდატს, როგორც ეს ადრე პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა გააკეთა, "რადგან ან უნდა გადადგე, ან იყო პრეზიდენტი მანდატის დასრულებამდე."
ცნობისთვის, 23 მაისს, სერბეთის დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი, ძირითადად უნივერსიტეტის სტუდენტები, მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვა.
2024 წლის ნოემბერში ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარმა კატასტროფამ, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა, კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებიც გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვდნენ, რის გამოც მაშინდელი პრემიერმინისტრი მილოშ ვუჩევიჩი იძულებული გახდა გადამდგარიყო.




