სერბეთი

სერბეთში პირველად ნატო-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება

   
   

სერბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში, ისტორიაში პირველად, ნატო-სერბეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება.

წვრთნებში, სახელწოდებით "ნატო-სერბეთი," მონაწილეობას იღებენ 600-ზე მეტი სერბი ჯარისკაცები და იტალიის, რუმინეთის და თურქეთის თავდაცვის ძალები. მათ ასევე დაესწრებიან დამკვირვებლები ნატო-ს სხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, მონტენეგრო, გაერთიანებული სამეფო და აშშ.

წვრთნები გაგრძელდება 23 მაისამდე და თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტაქტიკის, სამხედროები შეისწავლიან "ტექნიკისა და პროცედურების პრაქტიკას მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციებში, როგორიცაა ბაზის დაცვა, საკონტროლო პუნქტების დაკომპლექტება და მართვა, ბრბოს კონტროლი და ბრძოლა ურბანულ გარემოში."

სერბეთი და ნატო თანამშრომლობენ პროექტის "პარტნიორობა მშვიდობისთვის" ფარგლებში, რომელიც "მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, შეიარაღებული ძალების ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ნდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას."

ცნობისთვის, სერბეთი ქვეყნის "ნეიტრალიტეტის პოლიტიკის" გამო ნატო-ს წევრი ქვეყანა არ არის. სერბეთი რეგულარულად მონაწილეობს ნატო-ს წევრებთან ერთად წვრთნებში, თუმცა ეს პირველი წვრთნაა, რომელიც უშუალოდ ალიანსთან ერთად ტარდება.

 

კომენტარები