„რა შეიძლება იმ მიზეზების გამო, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს – ზეწოლა, დისკრიმინაცია, მიზეზებთან ბრძოლის ნაცვლად, შედეგი დააყენო ხელოვნურად. პირიქით, იმავე საქმეს აფუჭებ და ისე აყენებ საქმეს, თითქოს ქალებს თავისით არ შეუძლიათ მიღწევა, თუ ვინმე ფიზიკურად ხელს არ შეუშლის. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, თავისუფლებისა და ქალთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. კვოტები არაა მისაღები, არა იმიტომ, რომ პრობლემა არ არსებობს – უმძიმესი პრობლემები გვაქვს ქალთა უფლებების მიმართულებით, მაგრამ ამ გზით წასვლა, რომ ყველასთვის, ვისაც პრობლემა აქვს, კვოტები მიიღო, არის დემოკრატიის გაუქმება, ამ ჯგუფების დაღუპვა. იმის მაგივრად, რომ ებრძოლო მათ, ვინც ქალებს უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს და ასეთები სხედან დარბაზში და ხმას აძლევენ ფარისევლურად, როდესაც თვითონ იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია. ახლა უნდათ, რომ თოჯინებად ჰყავდეთ. ეს არის ქალების შეურაცხყოფა და შედეგსაც არ გამოიღებს.
გენდერული კვოტები
ბოკერია: კვოტებს ხმას აძლევენ ფარისევლურად, როცა თავად ამბობენ, ქალის ადგილი სამზარეულოშიაო
tbl.ge/4vqi
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გენდერული კვოტების საკითხის შეფასებისას. გენდერული კვოტების შესახებ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შედის და ითვალისწინებს, რომ პროპორციულ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავენული სქესის ადამიანი.
ამავე თემაზე
- საკონსტიტუციო სასამართლომ საკრებულოს სიაში კაცის ჩასმის ვალდებულება გააუქმა
- საკონსტიტუციო სასამართლომ გენდერულ კვოტებზე გირჩის სარჩელი არ დააკმაყოფილა
- გენდერულ კვოტებს საკონსტიტუციო სასამართლოში გირჩიც გაასაჩივრებს
- ნოდია: კვოტებით მხოლოდ მოჩვენებითი "პროგრესი" მიიღწევა, წაგებული ძლიერი ქალები იქნებიან
- "საჭიროა დროებითი ხელოვნური ზომები, 10-15 წლით" - ენმ პარლამენტში ქალთა კვოტირებას მხარს უჭერს