აშშ

აშშ-ში პროფესორი შავკანიანი სტუდენტებისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარის გამო დაითხოვეს

გორდონ კლეინი

კალიფორნიის უნივერსიტეტის ანდერსონის ბიზნესის სკოლის პროფესორი გორდონ კლეინი დროებით სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ მან მიმდინარე აქციების გამო სტუდენტებს გამოცდის გადადებაზე და შავკანიანი სტუდენტებისათვის ნიშნების უფრო ლმობიერად დაწერაზე უარი თქვა.

სტუდენტებმა კლეინს მისწერეს წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქციების გამო მათ ჰქონდათ არჩევანი გასაკეთებელი - ყურადღება მიემართათ საწავლისაკენ ან შავკანიანი კლასელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვისაკენ. ამის გამო მათ ითხოვეს გამოცდის გადადება და პროფესორს სთხოვეს, გამოეჩინა მეტი ლმობიერება შავკანიანი სტუდენტებისათვის ნიშნების დაწერისას.

პასუხად კლეინმა მათ მისწერა:

"გმადლობთ წინადადებისთვის, რომ შავკანიან სტუდენტებს განსაკუთრებულად მოვექცე მინესოტაში მომხდარი ტრაგედიის გამო. იცით თქვენი შავკანიანი კლასელების სახელები? როგორ ამოვიცნო ისინი, როდესაც მხოლოდ ონლაინ ლექციებს ვატარებ? გვყავს სტუდენტები სხვადასხვა რასის, მაგალითად, ნახევრად შავკანიანი და ნახევრად აზიელი მშობლებით? რას მირჩევთ, მათ როგორ მოვექცე? ნახევრად დავუთმო? ხომ არ იცით, მინეაპოლისიდან თუ გვყავს სტუდენტები? ისინი ალბათ განსაკუთრებით განიცდიან. იმ თეთრკანიან სტუდენტებს ვგულისხმობ, ვინც შესაძლოა, განსაკუთრებით განიცდის, რადგან თავი რასისტი ჰქონია, მაშინ, როდესაც ასე არ არის... გახსოვთ მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი გამონათქვამი, რომ ადამიანები კანის ფერით არ უნდა შეაფასონ? როგორ ფიქრობთ, ხომ არ  მოდის თქვენი თხოვნა მის შეგონებასთან წინააღმდეგობაში?"

მომდევნო წერილში კი მან სტუდენტებს აუხსნა, რომ გამონაკლისის დაშვების წესები უნივერსიტეტს გაწერილი აქვს და მათი მოთხოვნა ამ წესებში არ თავსდება.

შედეგად, კლეინის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერა 20 000-მდე სტუდენტმა. ადმინისტრაციამ მისი დროებით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. კლეინი ამბობს, რომ ის განტევების ვაცია, რათა უნივერსიტეტმა სტუდენტები დააშოშმინოს. მუქარის წერილების გამო მის სახლთან პოლიციაც დააყენეს.

კლეინი კალიფორნიის უნივერსიტეტში 1981 წლიდან ასწავლის. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები