Disney

კინოსტუდიამ DISNEY რასიზმთან ბრძოლას 5 მილიონი დოლარი შესწირა

WPTV

უმსხვილესმა კინოსტუდიამ Disney რასიზმთან მებრძოლ საქველმოქმედო ორგანიზაციებს 5 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

შემოწირულობიდან 2 მილიონი დოლარი ფერადკანიან ადამიანთა განვითარების ასოციაცია (NAACP) მოიხმარს.

"ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ ჩვენს ერს იმ უსამართლობასთან შეჯახება კიდევ ერთხელ აიძულა, რომელსაც ამერიკის შავკანიანი მოსახლეობა განიცდის. მნიშვნელოვანია, ერთად ავიმაღლოთ ხმა რასიზმის წინააღმდეგ. ჩვენ მიერ გაღებული 5 მილიონი იმ ორგანიზაციებს მოხმარდება, რომლებიც თანასწორობისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან," - ამბობს დისნეის ხელმძღვანელი ბობ ჩაპეკი.

ამ დროისთვის დისნეის მსხვილი პროექტები ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამოა შეჩერებული.

კომენტარები