Disney

ნახეთ დისნეის 29 ენაზე თარგმნილი სიმღერის ქართული მონაკვეთი – [VIDEO]

კინოსტუდია Disney-მ ახალი ანიმაციიდან ჯადოსნური ნატვრა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ფილმის მთავარი სიმღერა 29, მათ შორის, ქართულ ენაზეც არის შესრულებული.

ქართული ვოკალის მოსმენა 1:27 წუთიდან არის შესაძლებელი. სამწუხაროდ 9 წამის განმავლობაში არ ისმის არც ერთი სიტყვა, თუმცა სრული სიმღერის მოსმენა Youtube-ზე და სხვა მუსიკალურ პლატფორმებზეა შესაძლებელი.

ჯადოსნური ნატვრა Moana-ს და Frozen-ის შემქმნელების ერთობლივი ნამუშევარია, რომელშიც მთავარ გმირებს ჰოლივუდის ვარსკვლავები არიანა დებოსე, კრის პაინი და ევან პეტერსი ახმოვანებენ.

ანიმაციის ქართულ ვერსიაში მთავარ გმირ აშას მომღერალი სოფო ბათილაშვილი ახმოვანებს.

Disney-ს ანიმაციის ნახვა ქართველ მაყურებელს კინოთეატრებში უკვე შეუძლია.

კომენტარები