Disney

DISNEY-მ თანამშრომლები დისტანციური რეჟიმიდან ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადაიყვანა

Disney Parks

Disney-ს თანამშრომლები მიმდინარე წლის მარტიდან დისტანციურად ვეღარ იმუშავებენ და ოთხდღიან სამუშაო კვირის რეჟიმზე გადავლენ. გადაწყვეტილებამ მულტიმედია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ იგერმა მიიღო.

"გაცილებით ეფექტურია, როდესაც თანამშრომლები ფიზიკურად ერთ სივრცეში იმყოფებიან. ჩემი აზრით ერთად მუშაობა ხელს უწყობს როგორც თანამშრომლების კარიერულ განვითარებას, ისე კომპანიის პროფესიონალურ ზრდას". – განაცხადა იგერმა.

სხვა მრავალი მსხვილი კომპანიის მსგავსად დისნეიც Covid-19-ის პანდემიის დროს დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მოგვიანებით კომპანია ე.წ. ჰიბრიდული მოდელით მუშაობდა, რომელიც თანამშრომლებს სამუშაოს შესრულებას, როგორც ოფისიდან, ისე დისტანციურად რთავს ნებას. 

გასულ თვეებში მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს სხვა მსხვილმა კომპანიებმაც, მათ შორის Snap, Tesla და Uber. 2022 წლის სექტემბრიდან Apple-ის თანამშრომლებისთვის ოფისში მისვლა კვირაში სამჯერ არის სავალდებულო.

ბობ იგერი Disney-ს სათავეში პირველად 2005 წელს მოვიდა, 2020 წელს მისი ადგილი ბობ ჩაპეკმა დაიკავა, 2022 წლის ნოემბერში ჩაპეკი გადადგა და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე კვლავ იგერი დაბრუნდა.

კომენტარები