ახალი კორონავირუსი აშშ-ში

გასულ 24 საათში აშშ-ში COVID 19-ისგან 1 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა

გასულ 24 საათში აშშ-ში ახალი კორონავირუსისგან 1 036 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსული ინფექციით, ქვეყანაში 108 211 პირი დაიღუპა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში COVID 19-ით ჯამში 1 872 660 ადამიანი დაინფიცირდა, მხოლოდ ხუთშაბათს კორონავირუსი აშშ-ის 21 140 მოქალაქეს დაუდასტურდა.

ერთერთი ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური სურათი სწორედ აშშ-შია, ქვეყანა ვირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

კომენტარები