ჯოან როულინგი

ჯოან როულინგმა გაამხილა, სად დაიწყო ჰარი პოტერის პირველი ნაწილის წერა

Getty Images

წლების განმავლობაში ჰარი პოტერის გულშემატკივრებს ეგონათ, რომ წიგნების ავტორმა, ჯოან როულინგმა, პირველი ნაწილის წერა შოტლანდიაში, ედინბურგში დაიწყო.

თუმცა, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ ედინბურგი არ ყოფილა ის ადგილი, სადაც მან "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" წერა დაიწყო.

"მე ვქირაობდი ოთახს ერთ სახლში, რომელიც შემდეგ სპორტულ მაღაზიად გადაკეთდა. ჰოგვორტსის პირველი აგური Clapham Junction-ზე [ლონდონში] მდებარე სახლში დავდე", - დაწერა ავტორმა.

ჯოან როულინგმა პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც ერთ-ერთმა ფანმა ფოტო გადაიღო ედინბურგში მდებარე შენობასთან და დაწერა, რომ ეს ადგილი ცნობილი იქიდან გახდა, რომ ჰარი პოტერის პირველი წიგნები აქ დაიწერა. შემდეგ მან როულინგს სთხოვა, ეთქვა სიმართლე ჰარი პოტერის დაბადების ადგილის შესახებ.

"მე რამდენიმე წლით ადრე დაწყებული მქონდა ჰარი პოტერის წერა, სანამ ამ კაფეში ფეხს შევდგამდი. ამიტომ, ეს არ არის დაბადების ადგილი, თუმცა მე აქაც ვწერდი", - უპასუხა როულინგმა.

 

კომენტარები