ახალი კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 1.4 მლნ-ს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში, 50-ვე შტატში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა აღწერილმა მაჩვენებელმა 1 417 000 მილიონს გადააჭარბა, აქედან 86 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

ინფიცირებული პირებიდან 318 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო მილიონზე მეტი კვლავ აქტიური შემთხვევაა და გრძელდება ინფიცირებული პირების მკურნალობა.

ცნობისთვის, 7 მაისს კორონავირუსი დაუდასტურდა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამერდინერს. აქვე, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობაში კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი სპეციალური ჯგუფის 3 წევრი, ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი და საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი თვითიზოლაციაში გადავიდნენ და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. მათ კონტაქტი ჰქონდათ პირთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომენტარები