ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 50 000-ს გადასცდა.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ აშშ-ში აღირიცხა.
ამერიკაში, ბოლო 24 საათში, ვირუსულ ინფექციას 3 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აშშ-ში COVID 19-ის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 870 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
თუმცა, ახალ კორონავირუსზე თეთრი სახლის სამუშაო გუნდის წევრი, ექიმი დებორა ბირქსი, განმარტავს, რომ ქვეყანას ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს COVID 19-ით გარდაცვალების, სხვა ქვეყნებთან შედარებით. რადგან ერთ სულ მოსახლეზე, აშშ-ში აღწერილი სიკვდილიანობა 1.4%-ია, რაც იტალიაზე, საფრანგეთზე, ბელგიაზე და დიდ ბრიტანეთზე დაბალი მაჩვენებელია.