კორონავირუსი საქართველოში

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი: ბოლო 4 დღეა, კლინიკაში კორონავირუსზე დადებითი პასუხი არ გვქონია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას ინფრომაციით, გუშინ, 23 აპრილს, covid19-ით ინფიცირებულ 30 პაციენტზე ჩატარებული კვლევიდან 26 უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ბექაიას ინფორმაციით, კიდევ 4 პაციენტის ანალიზის კვლევა გრძელდება და მათი პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

„ამჟამად კლინიკაში 54 პაციენტი იმყოფება. გუშინ კვლევა 30 პაციენტზე ჩატარდა და მათგან 26 უარყოფითი პასუხია მიღებული. 4 შემთხვევაზე კვლევა გრძელდება. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ბოლო 4 დღეა, ჩვენს კლინიკაში კორონავირუსზე დადებითი პასუხი არცერთ პაციენტს აქვს“,- თქვა ბექაიამ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 114 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.

კომენტარები