კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: ინფიცირებული მღვდლის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა საყურადღებოა

ტვ. პირველი

სასულიერო პირი, რომელსაც ახალი კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა, ოჯახის წევრებთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის თმით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

"სასულიერო პირის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, ისევე როგორც მისი ოჯახის მოზრდილი წევრების, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"- თქვა სოლოღაშვილმა და აღნიშნა, რომ კლინიკაში დღეის მდგომარეობით 42 პაციენტია და მათგან 21-ს დაუდასტურდა კორონავირუსი

სასულიერო პირს ახალი კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. მამა გიორგი პაპავას თქმით, რომელიც ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მსახურობს, სიმპტომები დაეწყო ხარებას, საღამოს სიცხემ დაახლოებით 38 გრადუსამდე აუწია, მეორე დღეს უფრო მეტი - 39 ჰქონდა, თუმცა, ტაძარში ღვთისმსახურებისთვის მაინც წავიდა.

მამა გიორგისა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ექთანია. სწორედ მისგან დაინფიცირდა სამედიცინო ინსტიტუტის ოთხი თანამშრომელი - ერთი ექიმი და სამი ექთანი. სამედიცინო ინსტიტუტში კარანტინია გამოცხადებული.

15 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 6-ით გაიზარდა, სულ 306 შემთხვევა. აქედან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

კომენტარები