ჰარვი ვაინშტაინი

ჰარვი ვაინშტაინი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

WSJ.com

ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ცნობილი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ჯუდა ენგელმაიერმა ისაუბრა.

"14 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ციხეში მყოფ ადამიანებს ვირუსი დაუდგინდათ, მას [ჰარვი ვაინშტაინს] აღარ აქვს სიმპტომები", - თქვა მან.

ვაინშტაინის ადვოკატის, არტურ აიდალას თქმით, ბრალდებული თავს კარგად გრძნობს.

23 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარვი ვაინშტაინს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. გავრცელებული ცნობებით, ის მაშინ დაინფიცირდა, როდესაც რაიკერის კუნძულზე არსებული წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ნიუ-იორკის საპყრობილეში გადაყავდათ.

ჰარვი ვაინშტაინს 11 მარტს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუმტკიცა.

ვაინშტაინს სექსუალური ძალადობის საქმე მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა. ის ამბობდა, რომ 2006 წელს ჰარვი ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა. გაუპატიურების საქმეზე კი უცნობია, ვინ იყო მომჩივანი, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 2013 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

კომენტარები