კორონავირუსი მსოფლიოში

კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოში მილიონს გადააჭარბა

GETTY IMAGES

კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოში მილიონს გადააჭარბა - სულ 1,001,079 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. 

გარდაცვლილია 51,385 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 210,273.

ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა 235,747 აშშ-შია, სადაც 5,624 ადამიანი გარდაიცვალა. 

შემდეგ მოდის იტალია - 115,242 დადასტურებული შემთხვევით, აქ გარდაიცვალა 13,915 ადამიანი.

110,238 დადასტურებული შემთხვევაა ესპანეთში, გარდაიცვალა - 10,096. შემდეგ მოდის გერმანია და ჩინეთი.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 26 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. 

კომენტარები