ანგელა მერკელი

დაინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ მერკელი კარანტინში იქნება

ანგელა მერკელი
Axios

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი სახლში კარანტინში იქნება, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ექიმს, რომელთანაც მერკელს კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა.

იქამდე კი გერმანიაში სოციალური დისტანცირების ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. აკრძალა ორზე მეტი ადამიანის თავშეყრა. გამონაკლისი მხოლოდ ოჯახები იქნებიან. მერკელის თქმით, ეს უკვე "არა რჩევა, არამედ წესია."

ბოლო მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 23 974 შემთხვევა დადსტურდა, საიდანაც 266 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვალებების რიცხვი 92-ია, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ინფიცირებასთან თანაფარდობით.

კომენტარები