ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას შეუძლოდ გახდა [Video]

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას შეუძლოდ გახდა. მას კანკალი დაეწყო, რის შემდეგაც ჭიქით წყალი მიაწოდეს, თუმცა უარი თქვა და შეხვედრა გააგრძელა.

ბოლო კვირის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც მერკელი შეუძლოდ გახდა. გასულ კვირას უკაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე გახდა შეუძლოდ.

მიუხედავად ამისა, როგორც მერკელის სპიკერმა თქვა, ის გეგმის მიხედვით გაფრინდება იაპონიაში და დიდი ოცეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები